in

მაისის და მთელი სეზონის სიმბოლურები: ჟურნალისტებმა თავისი თქვეს

ევროპის სპორტული გამოცემების ასოციაციამ ეროვნული ჩემპიონატების სიმბოლური ნაკრებები შეადგინა მაისისა და მთელი სეზონის მიხედვით.

ტრადიციულ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ La Gazzetta dello Sport (იტალია), Marca (ესპანეთი), Kicker (გერმანია), A Bola (პორტუგალია), World Soccer (ინგლისი), De Telegraaf (ნიდერლანდები), Tipsbladet (დანია), Fanatik (თურქეთი), Frankfurter Allgemeine (გერმანია), ELF Voetbal (ნიდერლანდები), Sport Voetbal Magazine (ბელგია), Nemzeti Sport (უნგრეთი).

მაისის ნაკრებში ყველაზე მეტი „ჩელსის“ ფეხბურთელი მოხვდა – 5. სეზონის ნაკრებში კი 5 პოზიცია „სიტის“ ფეხბურთელებმა დაიკავეს.

მაისის ნაკრები:
(4-3-3)
ობლაკი («ატლეტიკო», 5 ხმა); ჰაკიმი («ინტერი», 4), რუბენ დიაში («სიტი», 7), ასპილიკუეტა («ჩელსი», 6), ჩილუელი («ჩელსი», 4); კანტე («ჩელსი», 11), მოდრიჩი («რეალი», 4), მაუნტი («ჩელსი», 3); ლევანდოვსკი («ბაიერნი», 10), ლუის სუარესი(«ატლეტიკო», 10), ჰავერცი («ჩელსი», 5).

სეზონის ნაკრები
(4-3-3)
ობლაკი («ატლეტიკო», 5-ჯერ მოხვდა თვის ნაკრებში); ჰაკიმი («ინტერი», 3), რუბენ დიაში («სიტი», 5), სტოუნსი («სიტი», 2), ჟოაო კანსელო («სიტი», 4); დე ბრუინი («სიტი», 4), გიუნდოგანი («სიტი», 3), ბრუნო ფერნანდეში («მანჩესტერი», 4); მესი («ბარსელონა», 3), ლევანდოვსკი («ბაიერნი», 6), ბენზემა («რეალი», 3).

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0