in

ლოკომოტივმა ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა

თბილისის “ლოკომოტივმა” მორიგი ტრანსფერი განახორციელა. კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათ რიგებს ნიდერლანდელი მეკარე მარკ სპენკელინკი შეუერთდა, რომელიც 12–ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

24 წლის ფეხბურთელი ბოლოს პსვ-ს 21 წლამდელთა გუნდში ირიცხებოდა და ამჟამად უკლუბოდ იყო.

შეგახსენებთ, რომ თბილისის “ლოკომოტივის” აწ.უკვე ყოფილმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კარიერის გაგრძელება “ვალენსიაში” გადაწყვიტა. ის ახალ კლუბთან ერთად იმყოფება და ესპანეთში რამდენიმე ვარჯიშიც ჩაატარა. შესაბამისად, “ლოკოს” მისი შემცვლელი ესაჭიროებოდა.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0