in ,

ლაშა შავდათუაშვილი: უზომოდ ბედნიერი ვარ, ვულოცავ საქართველოს ამ წარმატებას

ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, რის შედეგადაც სრული კომპლექტი შეკრა – მას უკვე აქვს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ოლიმპიადებზე, რაც ქართული ძიუდოს და ზოგადად ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შედეგია.

ფინალის შემდეგ ლაშამ პირველი კომენტარი გააკეთა:

“ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და მესამე ოლიმპიური მედალი მოვიპოვე. რაც შეეხება ფინალს, მარცხი ძალიან გულდასაწყვეტია, ჩემპიონობასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ეს სპორტია. მოტივირებული ვიყავი ბრძოლისთვის და ასევე თავისუფლად ვიყავი ოლიმპიადაზე. უზომოდ ბედნიერი ვარ, ვულოცავ საქართველოს, გულშემატკივარს, ჩემს ოჯახს და ყველას, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა,” – განაცხადა შავდათუაშვილმა.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0