in

ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის 1/2 ფინალშია

მესამე ოლიმპიურ მედალს უახლოვდება ლაშა შავდათუაშვილი. ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში კანადელი არტურ მერგალიდონი დაამარცხა და საუკეთესო 4-ეულშია.

შავდათუაშვილმა კანადელი იპონზე დააგდო და ნახევარფინალში კორეელ ანსა და ისრაელის წარმომადგენელ ბუტბოლს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ფინალურ ბლოკში იასპარეზებს ეთერ ლიპარტელიანიც, რომელიც რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0