in

კრიშტიანუს მომავალი ისევ ბურუსითაა მოცული, ვულვზმა 50-მილიონიანი ტრანსფერი გაჩარხა: სატრანსფერო სიახლეები

ფაბრიციო რომანოს ცნობით, კრიშტიანუ რონალდუს აგენტი, ჟორჟე მენდეში კვლავ ეძებს გამოსავალს და როგორც ჩანს, ეს გამოსავალი კვლავ გუნდიდან წასვლაა. საიდუმლო არაა, რომ რონის გუნდის დატოვება სურს, თუმცა თითქმის ყველა გუნდმა იუარა მისი წაყვანა.

„ვულვზმა“ კი არსაიდან 50 მილიონიანი გარიგება დაადასტურა. მატეუს ნუნიეში კარიერას მგლებში განაგრძობს. „სპორტინგი“ 50 მილიონს მიიღებს და იმასაც ვერ გეტყვით, მატეუსი მერამდენე პორტუგალიელი იქნება „ვულვზის“ რიგებში, რადგან სათვალავი აგვერია.

„ვესტ ჰემი“ კი ტილო კერერის გაფორმებას უახლოვდება. ამის შესახებაც ფაბრიციო რომანო იუწყება. გუშინ გამართულ შეხვედრაზე კი მხარეებმა პირადი დეტალები შეათანხმეს. ტილოს პრიორიტეტი პრემიერ ლიგაში თამაშია და „სევილიას“ შეთავაზება დაბლოკა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ატლეტიკოს“ დაყოლიებას ცდილობს. ეშმაკებმა მატეუს კუნიას თაობაზე 50 მილიონიანი შეთავაზება გააგზავნეს და უმალ უარი მიიღეს. ფაბრიციოს ცნობით, ტენ ჰაგის პრიორიტეტი კუნიას შეძენაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0