„ლივერპულმა“ სტუმრად აჯობა „ტოტენჰემს“ (3:1) და პრემიერლიგაში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
პრემიერლიგაში კლოპს იმდენივე გამარჯვება აქვს მოურინიოზე მოპოვებული (5), რამდენიც ფერგიუსონს, გვარდიოლას და ვენგერს ერთად.
მოურინიომ „ლივერპულთან“ ზედიზედ მე-4-ედ წააგო ჩემპიონატში – ეს უარესი სერიაა ჟოზესთვის ერთ მეტოქესთან.
„ლივერპულმა“ პრემიერლიგის ამ სეზონის 20 მატჩში ცენტრალური მცველების 11 სხვადასხვა წყვილით ითამაშა.
„ტოტენჰემმა“ 3-ჯერ დაურტყა „ლივერპულს“. ეს ყველაზე ცუდი შედეგია ამ სეზონში „დიდი ექვსეულის“ გუნდებთან.
სადიო მანე მე-5 ადგილზე გადავიდა „ლივერპულის“ ბომბარდირებს შორის პრემიერლიგაში, მან ლუის სუარესს გადაასწრო.
მილნერმა 550-ე მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში, რაც მე-5 შედეგია ლიგის ისტორიაში.
„ვესტ ჰემი“ მზადაა „მანჩესტერიდან“ იჯარით წაიყვანოს ლინგარდი. ჯესიმ უარი უთხრა „ნიუკასლს“ და „ვესტ ბრომვიჩს“.
ედინ ჯეკოს აგენტმა 34 წლის ფორვარდი „სიტის“ შეთავაზა. „ქალაქელებმა“ უარი თქვეს (Corriere dello Sport).
„ვულვერჰემპტონის“ მწვრთნელმა ნუნუმ 250 ათასი ფუნტი შეწირა საკვების საჭიროების მქონე ადამიანთა უზრუნველსაყოფად.
მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ წინასწარი კონტრაქტი გააფორმა და შესაძლოა გუნდს სათავეში ამ სეზონშივე ჩაუდგეს (Radio Radio).
ელ-შაარავი და „რომა“ კონტრაქტს გააფორმებენ 2.5+1 სქემით. ხელფასი – 3.5 მლნ ევრო.
„მილანი“ არ დასჯის ზლატანს ლუკაკუსთან ჩხუბის გამო.
დორტმუნდის „ბორუსია“ დაინტერესებულია „სასუოლოს“ ნახევარმცველ ლოკატელით.
„შტუტგარტმა“ ცისარტყელას ზოლიანი ფორმა წარადგინა, რაც ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს მიუძღვნა.
GIPHY App Key not set. Please check settings