in

კინო-კომედია გრძელდება: რეესტრმა ტყემალაძეც არ დაარეგისტრირა

ქართულ რაგბიში მიმდინარე მოვლენები კარგ ფილმს გვაგონებს. აი კარგი პოპკორნი რომ მოუხდება, უნდა ჩაუჯდე და იხალისო.

2021 წლის 10 მარტს “ექსპო ჯორჯიაში” ჩხუბისა და დაპირისპირების ფონზე გამართულ საარჩევნო ყრილობაზე 42 ხმით რაგბის კავშირის პრეზიდენტად ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა იუსტიციის სამინისტორს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პრეზიდენტის და გამგეობის წევრების რეგისტრაციის მოთხოვნით გუშინ მიმართა, მაგრამ რეესტრისგან უარი მიიღო. მიზეზად კი, რაგბის კავშირის წესდების დარღვევა დაასახელა. რეესტრის განმარტებით, განმეორებით საარჩევნო ყრილობაზე ზუსტად იგივე საკითხები უნდა განიხილებოდეს, რომლებიც რიგგარეშე საარჩევნო ყრილობაზე.

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს: ვნებები ჩაცხრება და საქმეზე გადავალთ

ირაკლი აბუსერიძე: ტყემალაძე აირჩია პოლიციამ და არა მორაგბეებმა – ბრძოლა ახლა იწყება

Exclusive: სოსო ტყემალაძე – დესტრუქციული ძალა რომ არა, უფრო დამაჯერებლად მოვიგებდი: დაიოკონ ემოციები და გვაცადონ მუშაობა

“2021 წლის 10 მარტის ყრილობაზე დამტკიცებული წესდების ახალი რედაქცია ვერ იქნება მიჩნეული მოქმედი კანონმდებლობისა და რეგისტრირებული წესდების მოთხოვნათა დაცვით მიღებულ დოკუმენტად, რამდენადაც წესდების ცვლილება წარმოადგენს იმ საკითხს, რაც დღის წესრიგში არ შედიოდა და რისი განხილვის
უფლებაც კრებას არ ჰქონდა”, – წერია განცხადებაში.

საჯარო რეესტრის განცხადება სრულად

შეგახსენებთ, საჯარო რეესტრმა 2020 წლის 30 დეკემბრის არჩევნების შედეგებიც არ დაარეგისტრირა, რომელზეც ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა.

ქართული რაგბი ისევ თავკაცის გარეშეა: საჯარო რეესტრმა ახალი პრეზიდენტი არ დაარეგისტრირა



ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0