in

კიევმა მოსკოვს ბოლოს მაინც მოუგო

საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო. უკრაინისა და რუსეთის ორი გამორჩეული გუნდის დაპირისპირება უკვე დამოუკიდებელი ქვეყნების სახელით გაგრძელდა. 1994 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე კიევის „დინამო“ უკრაინის სახელით გამოდიოდა და ჯგუფში მოსკოვის „სპარტაკი“ შეხვდა.

კიევური მატჩი 14 სექტემბერს გაიმართა გადაჭედილი ტრიბუნების თანხლებით (90 500).
თამაში ძალიან დრამატული გამოდგა. პირველ ტაიმში რუსებმა ორი გოლი გაიტანეს და შესვენებაზე ფორით გავიდნენ (თან მასპინძლებმა პენალტიც ვერ გაიტანეს). თუმცა მეორე ნახევარში კიეველებმა დიდი გარდატეხა მოახერხეს. ვიკტორ ლეონენკომ დუბლით ანგარიში გაათანაბრა (48-ე და 76-ე წთ), ხოლო მატჩის დასრულებამდე 4-5 წუთით ადრე სერგეი რებროვმა გამარჯვების გოლი გაიტანა და კიევმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მოსკოვი 3:2 დაამარცხა.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0