in

კვარაცხელიას დიაგნოზი ცნობილია

საქართველო-შვედეთის დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელიას ნაადრევმა ცვლილებამ გულშემატკივრებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. დღეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას მცირე ტრავმა აქვს და მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო, თუმცა რა სახის ტრავმაზეა საუბარი ამაზე არ იწერება.

კვარაცხელია ტრავმირებულია: ტრავმის სიმძიმე ამ ეტაპზე უცნობია

Sport4me.ge-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ გუშინდელი მატჩის პირველ ტაიმში, ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში, ხვიჩა კვარაცხელიას ბურთი ძლიერად მოხვდა თავში და მსუბუქი ტვინის შერყევა შეენიშნებოდა. სწორედ ამიტომ მან ვერ მოახერხა თამაშის გაგრძელება.

შეგახსენებთ, საქართველოს შვედეთთან 0:1 დამარცხდა. მომდევნო მატჩს ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი, 28 მარტს “დინამო არენაზე”, ესპანეთთან გამართავს.

მსოფლიო წაგებით დავიწყეთ: შვედეთმა საქართველო ვერ დაჩაგრა, მაგრამ მოუგო

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0