in

კახი ცხადაძე: ასე მსაჯობა არ შეიძლება, იმედია კობიაშვილი მსაჯობას მეტ ყურადღებას მიაქცევს

საქართველოს ჩემპიონატში მსაჯობა, რომ არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. პირველი, ვინც მსაჯობის მისამართით უკმაყოფილება საჯაროდ გამოთქვა, “საბურთალოს” ყოფილი მწვრთნელი ლევან კორღალიძეა. შემდეგ, ბათუმის “დინამო”-“საბურთალოს” მატჩში გიორგი ყრუაშვილის მიუტევებელი შეცდომა, როდესაც მან არარსებული გოლი ჩათვალა.

ამჯერად მსაჯობით უკმაყიფილება თბილისის “დინამოს” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ “შუქურასთან” ფრედ დამთავრებული თამაშის შემდეგ ისაუბრა.

“ასე მსაჯობა არ შეიძლება. ასეთი პენალტი არსად არ იდება საქართველოს ჩემპიონატის გარდა. იმედია, პირადად ლევან კობიაშვილი ამ ეპიზოდს განიხილავს. მსაჯობის მხრივ, ქართულ ფეხბურთში ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი”, – თქვა ცხადაძე.

გუშინ, Crystalbet ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში თბილისის “დინამო” ქობულეთის “შუქურასთან” ფრეს დასჯერდა – 1:1.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0