in

ირლანდიის ნაკრები ფერადკანიანთა მხარდაჭერის გამო დააბულინგეს: ოგბენემ უეფას ჩარევა სთხოვა

ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელებს უნგრეთთან ამხანაგური მატჩის დროს გულშემატკივრები სტვენით შეხვდნენ. შემთხვევა გუშინ, ბუდაპეშტში მოხდა.

მოთამაშეებმა შეხვედრის დაწყებამდე Black lives matter (“ფერადკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“) აქციის მხარდაჭერა გადაწყვიტეს, ამიტომ მუხლი მოიყარეს, რაც ტრიბუნებზე მყოფმა მაყურებელმა ძალიან ნეგატიურად მიიღო.

„იმედი მაქვს უეფა ამ საკითხს ძალიან მკაცრად მიუდგება და პრობლემას მოაგვარებს. ეს მარტივი არ იქნება, რადგან უკვე მრავალი წელია ასეთი სიტუაცია არსებობს. პრობლემა ერთ ღამეში ნამდვილად არ მოგვარდება.
ფერადკანიანი ადამიანები დისკრიმინაციასა და რასიზმს მრავალი წლის განმავლობაში ებრძოდნენ. სპორტში ამის ადგილი არ არის. ამის ადგილი არსად არ არის“, – განაცხადა ნახევარმცველმა ჩიდოზი ოგბენემ, რომელიც ირლანდიის ნაკრებში მოხვედრილი პირველი აფრიკელია.

ინგლისი მუხლს ისევ მოიყრის: სხვები ალბათ არა

ოგბენეს გარდა ირლანდიის სიით მოედანზე კიდევ ორი ფერადკანიანი ფეხბურთელი გამოვიდა – ფორვარდი ადამ იდა და მეკარე გევინ ბაზუნუ.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0