in

ილონ მასკი: მანჩესტერ იუნაიტედს ვიყიდი!

ბოლო პერიოდში ბრიტანულმა პრესამ გამალებული ინტერესი გამოამჟღავნა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელი გლეიზერების მიმართ და მოარული ხმები არ წყდება იმის შესახებ, რომ გლეიზერები გუნდს დატოვებენ. რეალურად, ამის მიზეზი გულშემატკივართა უკმაყოფილებაა, რადგან ბოლო პერიოდში „ემიუს“ არაფერი გამოსდის. ბოლო პრემიერ ლიგური ტიტულიდან კი თითქმის 10 წელი გავიდა…

გუშინ, ილონ მასკმა (ამ კაცს თუ წარსდგენა სჭირდება სპორტის ველს გაეცალეთ და საჩქაროდ ჩაიკითხეთ მისი ბიოგრაფია) თვითერზე იხუმრა: „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყიდვას ვაპირებო. საპასუხოდ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ჰკითხა მართლა სურდა თუარა „ტესლას“ დამფუძნებელს და 300 მილიარდის მფლობელ მასკს გაეშმაკება, თუმცა მასკმა წითლებს იმედები გაუცრუა: არა, ვხუმრობ, თუმცა თუკი ოდესმე სპორტული ინვესტიციის გაკეთებას გადავწყვეტ ეს „იუნაიტედი“ იქნება, რადგან ბავშვობაში მათ ვქომაგობდიო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0