დაიწყო წყალბურთში ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მუნდიალმა ყველაფერი გააუფასურა.
ჰო, გუშინ “დინამომ” “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლა და 9:21 დამარცხდა.
ბერძნები ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტები არიან და საქმეს თავიდანვე გულმოდგინედ მიუდგნენ. პირველი ტაიმი ჯამში 10:3 მოიგეს და მეორე ნახევარი ფორმალობად აქციეს.
გაცილებით უკეთესი მატჩი გამოუვიდა “დინამოს” პირველ ტურში “ბარსელონეტასთან”, როდესაც 8:14 დამარცხდა, მაგრამ პირველი სამი მეოთხედი ქართველები 1 ბურთის დისტანციაში იყვნენ.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
მომდევნო მატჩი ფრანგულ “ვულიამენისთან”, 13 დეკემბერს ელის.
GIPHY App Key not set. Please check settings