in

ზაზა ფაჩულიას მოულოდნელი საჩუქარი უცნობ გულშემატკივარს

ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელმა, NBA-ს ორგზის ჩემპიონმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სრულიად უცნობი გულშემატკივარი დაასაჩუქრა.

ფაჩულიამ ზაქარია ჭელიძის პოსტი ნახა, რომელშიც გულშემატკივარს ცნობილი სპორტული ფეხსაცმელი Crosty სურდა. ძირითადად სწორედ ამ ფირმის სპორტული ფეხსაცმელებით თამაშობენ კალათბურთელები.

ზაზამ გულშემატკივრის პოსტი შემთხვევით ნახა და მას საჩუქარიც გაუკეთა. ფოტოს ზაქარია ჭელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ქართველმა ცენტრმა ნაციონალურ  საკალათბურთო ასოციაციაში 16 სეზონი გაატარა. ფაჩულიამ კარიერის განმავლობაში “გოლდენ სტეიტთან” ერთად ორი საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა.

ფაჩულიამ გოლდენის გარდა , ორლანდო მაჯიქსში , მილოუკ ბაქსში , ატლანტა ჰოუქსში, დალას მავერიქსში და დეტროიტ პისტონსში იასპარეზა.

ზაზას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 1098 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0