in

ვხედავ ფეხბურთელს, რომელიც ჩემს ადგილს დაიკავებს: დღეს მესის დაბადების დღეა

დღეს, თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელის, “ოქროს ბურთის” 6-გზის მფლობელის ლიონელ ანდრეს მესის დაბადების დღეა. ლეო 34 წლის გახდა.

“მესი მსოფლიო ფეხბურთის საგანძურია, რადგან ის სამაგალითოა მთელი მსოფლიოს გარშემო. მესი შეუდერებელია. ფეხბურთის მხრივ ის სხვაგანაა”, – იოჰან კრუიფი.

“ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში 10-ნომრიანი მაისურით ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენის, ლიონელ მესის საპატივსაცემოდ ვთამაშობ“, – კობი ბრაიანტი.

“მე ვხედავ მოთამაშეს, რომელიც არგენტინულ ფეხბურთში ჩემს ადგილს დაიკავებს და მისი სახელია ლიონელ მესი. მესი გენიოსია“, – დიეგო მარადონა.

“ნუ დაწერთ მასზე, ნუ აღწერთ მას. უბრალოდ, უყურეთ“, – პეპ გვარდიოლა.

“ამბობენ, რომ ღმერთისთვის, ყველა ადამიანი თანასწორია. მესი კი ამ სიტყვებში სერიოზულად დაგაეჭვებს“, – როი ჰოჯსონი.

“ამ “ბარსას” დაიმახოვრებენ, როგორც მესის “ბარსას”. ის ყველაფერზე მაღლა დგას, რაც კი ოდესმე მინახავს. ის უცხოპლანეტელია“, – კარლეს პუიოლი.

ლიონელ მესი 1987 წლის 24 ივნისს არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა. მესის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა “ოლდ ბოისში” დაიწყო, 2004 წლიდან კი, კატალონიის “ბარსელონას” შემადგენლობაში თამაშობს. მესი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს (“ოქროს ბურთი”) 6-ჯერ ფლობს.
არგენტინელი სუპერვარსკვლავის საკლუბო კარიერა 34 ტროფეის მოიცავს. მათ შორისაა, 10 გზის ლა ლიგის ჩემპიონობა, 7 ესპანეთის სამეფო თასი, 4 ჩემპიონთა ლიგა და სხვა. ლიონელ მესი ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
საერთო ჯამში, მის ანგარიშზე ლა ლიგაში გატანილი 474 გოლია.
ასევე, მის სახელს უკავშირდება ისეთი შთამბეჭდავი მიღწევა, რომელიც ერთ საფეხბურთო სეზონში 50+ გოლს აღწევს. განვლილ სეზონში გენიალურმა არგენტინელმა ბრაზილიელი პელეს რეკორდი გააუმჯობესა და მან პროფესიონალურ კარიერაში გატანილი გოლების მხრივ 750-ს გადააჭარბა.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0