in

ვიდეო: შენგელიას ვირტუსმა ევროლიგის პირველი გამარჯვება ბელგრადში მოიპოვა – თოკოს 26 წუთი და 8 ქულა აქვს

თორნიკე შენგელიას და მისი გუნდის პირველი გამარჯვება მიმდინარე ევროლიგაში. ვირტუს ბოლონიას აქამდე 4 წაგება ჰქონდა, სეზონის პირველი მატჩი კი ბელგრადში, ყველაზე მხურვალე ქომაგების გუნდთან, პარტიზანთან მოიგო. ბოლონიელებმა შეხვედრა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულით, უილ კლაიბერნის ორქულიანით – 70:69 მოიგეს.

ბოლონიელებმა პირველი ტაიმი 5 ქულით დათმეს (32:37), ხოლო ბოლო მეოთხედის წინ 4 ქულას აგებდნენ – 57:61. შენგელიას გუნდმა ბოლო მეოთხედი 13:8 მოიგო და მატჩიც გამარჯვებით დაასრულა. როგორც გითხარით, გადამწყვეტი ბურთი კლაიბერნმა ჩააგდო, რომელიც 27 ქულით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. შენგელიამ 26 წუთს ითამაშა და 8 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თორნიკემ 6-დან ერთი ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ვირტუსს ევროლიგის მომდევნო ტურში ბაიერნთან საშინაო მატჩი ელის, რის შემდეგაც მილანოს ზუსტად ერთ დღეში ეთამაშება. ევროლიგის მატჩებამდე, შენგელიას გუნდი კრემონას დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა ადიდასს ჩაიცმევს: ლივერპული 60 მილიონ ფუნტს მიიღებს

ორლანდომ ნბა მაიამისთან მოგებით გახსნა: ბითაძეს 5 წუთი დაუთმეს