in ,

ვიდეო: ტოჩინოშინის ეფექტური გამარჯვება კაგაიაკისთან

ჰარუ ბაშოს მეოთხე დღეს ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მოგება-წაგების ბალანსი გაინულა.

დღეს ქართველი ექსოძეკი მეშვიდე მაეგაშირად განთესილ კაგაიაკის დაუპირისპირდა და ძალიან ეფექტური გდებით სუკუინაგეთი დაამარცხა. ლევანს ტრადიციულად მძლავრი ტაჩიაი (საწყისი დაჯახება) ჰქონდა, თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და გაიმარჯვა კიდეც.

ამ გამარჯვების შემდეგ, ტოჩინოშინს ბალანსი 2:2-ზე გაუხდა. ხვალ, ჩვენებურის მეტოქე ოკინოუმი იქნება.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0