in ,

ვიდეო: ომარ საიმ სერიალის პრეზენტაციისთვის ევრო 2020-ის მონაწილეების ფოტოები გამოიყენა

ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ომარ საიმ თავის Instagram-ზე სერიალი „ლუპენის“ ახალი სეზონი დააანონსა. ფრანგმა ცნობილი ფეხბურთელების ფოტოები გამოიყენა და თითოეულ კადრზე მთავარი პერსონაჟი ასან პიონი იყო გამოსახული.

„ასანი არასდროსაა იქ, სადაც მის გამოჩენას ელით! „ლუპენი“ – უკვე ხვალ. მადლობა თქვენ, მამაკაცებო“, – დაწერა საიმ და თან ფეხბურთელების გვერდებიც მონიშნა.

რგოლში გამოყენებულია – კლემან ლანგლეს, ალვარო მორატას, ჟორდი ალბას, რაიან ბაბელის, სტივენ ბერგჰუისის, დონი ვან დე ბეკის, ლორენცო პელეგრინის, ტონი კროოსის და ტიმო ვერნერის ფოტოები.


აღსანიშნავია, რომ სერიალი „ლუპენის“ ახალი სეზონი და ევროპის ჩემპიონატი ერთსა და იმავე დღეს, ანუ დღეს დაიწყება.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0