in

ვიდეო: გამარჯვების გოლი გაიტანა და შიგ ნაგავში ჩახტა

ჩილეს ჩემპიონატის პირველ დივიზიონში გოლის გატანის ყველაზე უცნაური აღნიშვნა დაფიქსირდა.

„დეპორტეს მაგალიანესისა“ და „არტურო ფერნანდეს ვიალის“ მატჩში მასპინძელთა ფეხბურთელმა მიგელ ორელიანამ გადამწყვეტი გოლი 87-ე წუთზე გაიტანა. 31 წლის ორელიანამ გასაბერ გვირაბთან მიირბინა, მაგრამ შიგნით არ შესულა. ის კარგად ახტა ორივე ფეხით და სრულად ჩახტა იქვე მდგარ ნაგვის ურნაში. მიგელს გუნდის შტაბიდან ვიღაცამ მიულოცა – შავ სპორტულებიანი მამაკაცი ურნაში ჩაეყუდა და მანაც კარგად მოქექა იქაურობა. 10 წამის შემდეგ ფეხბურთელი მაინც ამოძვრა სანაგვედან.

ორეალიანამ თავის გუნდს მოგება მოუტანა – „მაგალიანესმა“ 2:1 გაიმარჯვა.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0