ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილი (+100) 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. მიზეზი მარტივი მისახვედრია: პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში ტედი რინერთან მომხდარი ინციდენტი.
გავიხსენოთ: იპონის შემდეგ მეტოქემ გადამეტებულად გამოხატა მოგებით სიხარული, რაც თუშიშვილმა შეურაცხყოფად მიიღო და საქმის გარჩევა დაიწყო: იყო გაქაჩვა და მუჯლუგუნები.
მართალია, თუშიშვილი ბოლოს მაინც გადაეხვია მეტოქეს, თუმცა ჩვენიანს მეორე დღესვე აუკრძალეს მონაწილეობის გაგრძელება და ოლიმპიურ თამაშებს ჩამოაშორეს.
ყველას ბოდიში, მაგრამ დამამცირა და მე ისევ ასე გავაკეთებდი: თუშიშვილი რინერთან ინციდენტზე
6-თვიანი აკრძალვა 25 თებერვალს დასრულდება.
GIPHY App Key not set. Please check settings