in

ველოდებით 13 დეკემბერს: მსოფლიოს შესარჩევის წილისყრაა და საქართველოს მეტოქეებს გავიგებთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 13 დეკემბერს გაიმართება და შესაბამისად გვეცოდინება საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც.

შეიქმნება 12 ჯგუფი (ზოგი 4-გუნდიანი იქნება, ზოგიც 5-გუნდიანი). გამარჯვებულები მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვდებიან, მეორეადგილოსნები კი პლეი-ოფში ითამაშებენ.

წილისყრის კალათების საბოლოო მდგომარეობა ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ საქართველო მესამე კალათაში იქნება. პირველ კალათაში კი ადგილი განაღდებული აქვთ საფრანგეთს, ესპანეთს, ინგლისს, ბელგიას, ნიდერლანდებს, პორტუგალიას, იტალიასა და გერმანიას.
პირველი კალათა თითქმის გარანტირებული აქვს ასევე ხორვატიას, ბევრი არ უკლია შვეიცარიას. კარგი შანსი აქვს დანიას.

მეორე კალათაში უეჭველი იქნებიან უკრაინა, თურქეთი, შვედეთი, უელსი. თითქმის მანდ არიან საბერძნეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ასევე ჩეხეთი.

უნდა ითქვას, რომ 12 ჯგუფი ჩვენთვის ბევრად კარგია, რადგან პირველ კალათში 12 გრანდი ნამდვილად არ არის და გამართლების შემთხვევაში შესაძლოა სულაც ავცდეთ რომელიმე სუპერგუნდს.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტენერიფემ საბერძნეთში შერმადინის ლიდერობით მოიგო

ვახტანგ სალია მსოფლიოს გამორჩეულ ტალანტებში დაასახელეს: 17 წლის ბიჭი ნიუკასლმა იყიდა