in ,

ეს იყო ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი: თემურ ჭყონია კრიშტიანოზე

საქართველოში “კოკა კოლას” და “მაკდონალდსის” ფრენჩაიზის დამფუძნებელი და პრეზიდენტი თემურ ჭყონია პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კრიშტიანო რონალდოს აკრიტიკებს. მოგეხსენებათ, რონალდომ უნგრეთი-პორტუგალიის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე “კოკა კოლას” ბოთლი გადადო და ხალხს სასმელი წყლის დალევისკენ მოუწოდა. კრიშტიანოს ამ საქციელის შემდეგ, “კოკა კოლას” აქციები ძალიან შემცირდა.

რონალდომ პრესკონფერენცია კოკა-კოლას ფონზე არ ჩაატარა: „დალიეთ წყალი!“

“ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო. ჯერ ერთი, უწესობაა მაშინ, როცა მთელი ჩემპიონატის სპონსორია “კოკა კოლა”. მეორეც, არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ელვის პრესლი უკეთებდა რეკლამას “კოკა კოლას” და ვინ არის რონალდო ელვის პრესლისთან? ნული. მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში. ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ, ჩემპიონატი რომ დამთავრდება, როგორი მაგარია”, – თქვა ჭყონიამ.

საინტერესოა, რომ კომენტარი “კოკა კოლამაც” გააკეთა და ფეხბურთელი არ დაადანაშაულა.

COCA COLA-მ რონალდოს ჟესტზე განცხადება გააკეთა: ფეხბურთელი არ გაუკიცხავთ

მას შემდეგ, რაც რონალდოს საქციელის ამსახველმა 30-წამიანმა ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა, ჩემპიონატის ორგანიზატორმა უეფამ განმარტა, რომ ფეხბურთელებს პრესკონფერენციაზე “კოკა კოლასა” და “კოკა კოლა ზეროს” გარდა, წყალსაც ახვედრებენ, რათა მოერგონ მათ გემოვნებას. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ქცევა გაიმეორა “მანჩესტერ იუნაიტედის” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა პოლ პოგბამაც.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0