in

ესპანური მედია: მამარდაშვილმა დაამტკიცა, რომ მზადაა პირველი მეკარეობისთვის იბრძოლოს

“ვალენსიაში” 20 წლის ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა. მამარდაშვილმა სრული მეორე ნახევარი ითამაშა და თავი დამაჯერებელი თამაშით, ასევე ერთი საოცარი სეივით დაგვამახსოვრა.

ვალენსიურმა საიტმა eldesmarque.com საგანგებოდ აღნიშნა მამარდაშვილის დებიუტი და თქვა, რომ “ეს იყო შთამბეჭდავი”. საიტი წერს: “მან არა მხოლოდ სეივით დაგვამახსოვრა თავი, არამედ იმითაც, რომ კარგად კარნახობდა პარტნიორებს და ლიდერი იყო საჯარიმო მოედანში.

“ის აქ ჩამოვიდა იმიტომ, რომ ყოფილიყო მესამე მეკარე – ხან ძირითად გუნდში საჭიროების მიხედვით, ხან – სარეზერვოში. თუმცა მამარდაშვილი უკვე ამტკიცებს, რომ არ აპირებს, იყოს უბრალო ალტერნატივა და მზად არის იბრძოლოს პირველი მეკარეობისთვის”, – წერს გამოცემა.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0