ენდრიკმა უმაღლესი კლასი აჩვენა მადრიდში: მან გოლი გაიტანა პირველ ოფიციალურ მატჩში. „რეალში“ დებიუტის დროს ენდრიკი 18 წლის და 35 დღის იყო. ის გახდა “სამეფო კლუბის” ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი ლა ლიგის ისტორიაში.
თუ ყველა შეჯიბრს გავითვალისწინებთ, მაშინ უფრო ახალგაზრდა ბომბარდირსაც აღმოვაჩენთ. Transfermarkt-მა 21-ე საუკუნის მადრიდელთა ტოპ 10 ვუნდერკინდი შეადგინა.
ენდრიკს ამ რეიტინგში ხოსე როდრიგესი უსწრებს. ესპანელმა პირველი გოლი მადრიდის “რეალის” მაისურით 17 წლისა და 10 თვის ასაკში გაიტანა. ხოსე დეკემბერში 30 წლის გახდება და ამჟამად თურქეთში თამაშობს, „ადანაში“.
რეიტინგში ასევე მოხვდნენ ენდრიკის ამჟამინდელი თანაგუნდელები: ვინისიუსი, ალვარო როდრიგესი, როდრიგო, ედუარდო კამავინგა და არდა გულერი.
აი, როგორ გამოიყურება 21-ე საუკუნის „რეალის“ ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირების ტოპ-ათეული.
ენდრიკმა მაინც დაამყარა რეკორდი „ლოს ბლანკოსის“ სადებიუტო მატჩში. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა უცხოელი ფეხბურთელი, რომელმაც მადრიდში გოლი გაიტანა. ბრაზილიელმა რაფაელ ვარანის რეკორდი მოხსნა.
GIPHY App Key not set. Please check settings