in

ევრობასკეტის წინ საქართველო აკროპოლისის თასზე ითამაშებს: ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე დონჩიჩის სლოვენიაა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, რომელიც 2022 წლის საშინაო ევრობასკეტისთვის ემზადება, ტურნირამდე საბერძნეთში, აკროპოლისის თასზე ითამაშებს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ტურნირი აგვისტოში გაიმართება და როგორც იწერება, სავარუდოდ საბერძნეთის ნაკრების გარდა, აღნიშნულ ტურნირზე ლუკა დონჩიჩის სლოვენიის ნაკრები და პოლონეთიც მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრებს აკროპოლისის თასზე 2017 წელს უთამაშია და სენსაციურად მოიგო კიდეც, მაგრამ შემდეგ ევრობასკეტზე ჯგუფში ჩარჩა.

საქართველო ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია. თბილისის ახალი სპორტის სასახლე A ჯგუფის შეხვედრებს უმასპინძლებს. ილიას ზუროსის გუნდის მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი ერგო, რუსეთის საკითხი კი მოგვიანებით გაირკვევა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლიში ხვიჩას კონკურენტი მექსიკელი ლოსანო იქნება: იტალიური მედია

გუნდებმა ტრანსფერებზე ზრუნვა დაიწყეს: ვინ ვის უნდა