in

დღეს აზაროვის დებიუტს ველით! გუგეშაშვილი სკამზე იქნება…

დღეს, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ეტაპის მეორე სესია გაიმართება და, ცხადია, „ცრვენა ზვეზდას“ მატჩი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან ირაკლი აზაროვის დებიუტს ველით.

„მაკაბი ჰაიფა“ – „ცრვენა ზვეზდა“. სერბები წყვილის ფავორიტები არიან და ძალიან კარგი შანსი მიიღეს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფუ ეტაპზე ითამაშონ, რაც პირადად ირაკლი აზაროვის პერსპექტივიდან იდეალური ვარიანტია. მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე აიღებს სტარტს.

იდეაში ლუკა გუგეშაშვილმაც შეიძლება ითამაშოს, თუმცა ქართველი მეკარე „ყარაბაღის“ სარეზერვო ვარიანტია და მაჰამადალიევის პოზიციები ურყევია, შესაბამისად, „პლზენისა“ და „ყარაბაღის“ მატჩში ლუკა თადარიგში იქნება. მატჩი 20:45-ზე დაიწყება.

დღის ცენტრალური შეხვედრა კი „კიევის დინამოსა“ და ლისაბონის „ბენფიკას“ შორის გაიმართება. უკრაინაში მიმდინარე მოვლენათა გამო კი მატჩი „მადეისკიზე“, პოლონეთში შედგება და უკრაინელები მასპინძლის სტატუსით იქნებიან. გამომცდელი ძალიან ძლიერი „ბენფიკაა“ და წყვილის ფავორიტი, სწორედ ლისაბონელები არიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0