საბერძნეთში, პანსერაიკოსმა“ სტუმრად 1:0 მოუგო „ვოლოსს“, რაშიც უდიდესია ქართველი მეკარის ლუკა გუგეშაშვილისწვლილი – 7 სეივი და საუკეთესო შეფასება: 8.0. ეს გუგეშაშვილის პირველი “მშრალი” მატჩია მიმდინარე ჩემპიონატში.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/10/463979381_1121053806689555_554710088495402775_n-1024x1024.jpg)
ბოსნიაში, მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა გიორგი გულიაშვილმა, რომლის „სარაევომ“ 4:0 დაჩაგრა „ველეჟი“.
გულიაშვილმა ყოფილ გუნდს (გასულ სეზონში “ველეჟში” იყო განათხოვრებული) გაუტანა და 9 მატჩში 9 გოლით ტურნირის ბომბარდირია.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/10/463890432_18471949963024656_2026556372335076523_n-819x1024.jpg)
გურამ კაშიამ „სლოვანში“ „ტრნავასთან“ მოგებული მატჩიც შეუცვლელად ჩაატარა, 1:0 მოიგო და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.
ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიაში“ მორიგი მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა გათამაშების ლიდერს, პოზნანის „ლეხს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ოთარმა მატჩის დასაწყისშივე ყვითელი ბარათი მიიღო. წაგების მიუხედავად, კაკაბაძემ გუნდში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა – 7.1 ქულა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
დანიაში, „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „ვეილე“ 3:1 დაამარცხა.
გიორგი გოჩოლეიშვილმა 82-ე წუთამდე ითამაშა. შეფასებები: flashscore – 7.1, sofascore – 6.8.
სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ სტუმრად ითამაშა და „ლინცს“ 1:0 სძლია. ქართველი ნახევარმცველი 77-ე წუთზე შევიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings