in

გიორგი შერმადინი: უკრაინასთან ბოლო მატჩი წავაგეთ და ახლა ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. თბილისის სპორტის სასახლეში ილიას ზუროსის გუნდი უკრააინას დაუპირისპირდება.

მატჩამდე მედიისთვის კომენტარი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შერმადინმა გააკეთა.

“უკრაინა საკმაოდ სერიოზული გუნდია. ბევრი ტანმაღალი მოთამაშე ჰყავს. მაგალითად, მათი ცენტრი პუსტავოი ჩემზე მაღალია.

ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის წინააღმდეგ ბოლო თამაში წავაგეთ. ამ შეხვედრას სერიოზულად ვეკიდებით, თან თორნკე შენგელიაც ჩვენთან ერთად იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად”, – თქვა გიორგი შერმადინმა.

საქართველო-უკრაინის საკალათბურთო შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0