in

გია გეგუჩაძე: მეტოქეს ჩვენი თამაში უნდა მოვახვიოთ თავს

ბათუმის “დინამო” კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბორისოვოს “ბატეს” დაუპირისპირდება. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა სან მარინოს “ტრე პენეს” ბარიერი მარტივად დაძლია – ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა და ახლა ბელარუსული გუნდის გაგდებას შეეცდება. ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საკუთარი გუნდის შანსები შეაფასა.

“ბატე” ახლაც კარგი გუნდია. შანსებზე ადრე ვისაუბრე და აზრი არ შემიცვლია. მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები თანაბარია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ. ლუკას გროცურეკს კორონავირუსი აქვს და განაცხადში არ იქნება, სხვა ფეხბურთელები სათამაშოდ მზად არიან.

იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თამაშით და ჩვენი ფეხბურთით, რასაც ვგეგმავთ, მოვახერხებთ და, მეტოქეს თამაშს მოვახვევთ. ეს წარმატების წინაპირობა იქნება. ბუნებრივია, ყოველთვის გინდა, რომ ინიციატივას ფლობდე, შენ კარნახობდე თამაშს მოწინააღმდეგეს, თუმცა ეს ადვილი არ არის. ყველაფერთან ერთად, საქმე ძალიან გამოცდილ გუნდთან გვაქვს. ამდენად, ეს იოლი არ იქნება. ჩვენი სურვილია, რომ ორივე მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ჯერ არ მქონია საბაბი, რომ ჩვენს თამაშში რაიმე კორექტივები შემეტანა. შევეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ”.

კახი ცხადაძე: იგივე შეცდომები არ უნდა დავუშვათ – კვასხვაძემ გუნდი დატოვა

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0