მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა 2022 წელს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ფებხურთელად მიიჩნიეს გულშემატკივართა ვერსიით. ამის შესახებ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური იტყობინება.
ახალგაზრდა ჰავბეკმა ხმების 66.2% მიიღო. მეორე ადგილი დაიკავა კაი ჰავერცმა (8%), მესამეა ჯოშუა კიმიხი (6.1%).
19 წლის მუსიალამ ნაკრებში 20 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა.
ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მატჩი ითამაშა და შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings