in

გენო პეტრიაშვილი: დღემდე ვერ ამომიხსნია რა მოხდა – რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს

ჭიდაობას რა უნდა, ფეხის გამოკვრა უნდა: ეს ფრაზა ნამდვილად ქართველებზეა ნათქვამი. ამ სპორტის სახეობაში ხომ ქართველებს უდიდესი ტრადიციები გვაქვს – ლევან თედიაშვილი, ვახტანგ ბალავაძე, გივი კარტოზია, უფრო ახლო წარსულში ლუკა კურტანიძე, მანუჩარ კვირკველია, რევაზ მინდორაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი…

მოქმედ მოჭიდავეთაგან კი, საქართველოს ნანკრების ლიდერი და მსოფლიო ვარსკვლავი გენო პეტრიაშვილია. 27 წლის ასაკში პეტრიაშვილი სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ერთგზის ვერცხლის და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, ორგზის ვერცხლის და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი, რიოლს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია.

კარიერასა და სამომავლო გეგმების შესახებ Sport4me.ge გენო პეტრიაშვილს ესაუბრა.

ოლიმპიადა და დასანანი მარცხი ფინალში

დღე არ გავა, რომ მაგ ფინალზე არ ვიფიქრო. დღემდე ვერ გავეცი საკუთარ თავს პასუხი რა მოხდა და ეგ ფინალი როგორ წავაგე. ჩემს კარიერაში ყველაზე მტკივნეული მომენტი იყო. ალბათ, მოვა დრო, როდესაც ამოვხსნი, თუ რა მომივიდა იმ მომენტში. შეიძლება ფსიქოლოგიურად მეტოქე უფრო იყო მზად გამარჯვებისთვის, ან მე ნაადრევად ვიზეიმე ჩემპიონობა. თუმცა, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. დანებებას არ ვაპირებ და კვლავ დიდი მოტივაციით ვაგრძელებ მიზნისთვის ბრძოლას.

კარიერა

ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე წარმატებული კარიერა მაქვს. სამგზის მსოფლიო ჩემპიონობა კარგი შედეგია, მაგრამ როდესაც ჭიდაობაზე შევედი, ჩემი მწვრთნელიც ცხონებული ნუგზარ სხირელის და ჩემი მთავარი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობა იყო. ესაა ჩემი კარიერის მთავარი მიზანი და ამ ჯილდოს რომ მოვიპოვებ, მერე ვიტყვი, რომ ჩემი კარიერა შედგა.

ნუგზარ სხირელის როლი კარიერაში

ბატონი ნუგზარი უდიდესი მწვრთნელი იყო. მან საქართველოს არაერთი დიდი სპორტსმენი გაუზარდა. ჩემი და ლადო ხინჩეგაშვილის ყველი წარმატება მისი დამსახურებაა. ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო მისი დაკარგვა. ტოკიოში ერთად ვაპირებდით ოლიმპიადაზე წასვლას. მისი გარდაცვალების შემდეგ, დიდი სურვილი მქონდა ოლიმპიური ჩემპიონობა მისი ხსოვნისთვის მიმეძღვნა და მისთვის მეჭიდავა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს არ გამომივიდა.

სამომავლო გეგმები

პირველი უახლოესი ტურნირი საქართველოს ჩემპიონატია, რომელიც 22-27 დეკემბერს ბათუმში გაიმართება. საკუთარი გულსემატკივრების თვალწინ ჭიდაობა რა რანგის ტურნირიც არ უნდა იყოს, უდიდესი ბედნიერებაა, მაგრამ ამჯერად მწვრთნელებმა ასე გადაწყვიტეს, რომ საქართველოს ჩემპიონატზე არ ვიასპარეზო.

პარიზის ოლიმპიადა

პარიზის ოლიმპიადისთვის უფრო რთული იქქნება წარმატება. აქამდე თუ მე და ტაჰა აკლგული ვიყავით. ახლა გამოჩნდნენ ბევრი ძალიან მაგარი ბიჭები. თუნდაც ირანელი ზარე. მაგრამ ჩემს ერთგულ გულშემატკივრებს ვპირდები, ყველაფერს გავაკეთებ პარიზში ოქროს მოსაპაოვებლად.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0