in

გაიქეცი გიო, გაიქეცი: ქოჩორაშვილმა ყველაზე მეტი ირბინა, ლევანტემ მოიგო

ლა ლიგა 2-ის 36-ე ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ საკუთარ მოედანზე „სარაგოსას“ მოუგო – 5:2.

ქართველმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა.

შეფასებები: flashscore – 6.8, sofascore – 6.4.

აღსანიშნავია, რომ გიორგიმ ამ მატჩში 12.20 კმ გაირბინა, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

ლევანტე – სარაგოსა 5:2
გოლები: 10 ალვარესი (6), 2:0 ფორესი (12), 3:0 მორალესი (50), 4:0 ესპი (85), 4:1 სანსი (89), 5:1 რომერო (90+2, პენ), 5:2 სობერონი (90+4)

6 ტურით ადრე „ლევანტე“ 66 ქულით ე-2 ადგილზეა და ლიდერ „ელჩეს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა მდევარ „რასინგს“ 3 ქულით უსწრებს
26 აპრილს სტუმრად მე-4 ადგილზე მყოფ „ოვიედოს“ შეხვდება, რომელსაც პლეი-ოფის სათამაშოდ ქულები ასევე ძალიან სჭირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ემპოლიმ გადარჩენისთვის მატჩი ვერ მოიგო, გოგლიჩიძემ სრულად ითამაშა

შტურმმა მოიგო და ლიდერია: კიტემ 83 წუთი ითამაშა, ალთუნაშვილიც დაბრუნდა