in

ბორჯღალოსნების მწვრთნელი სიცოცხლისთვის იბრძვის: მაისაშვილი სამხრეთ აფრიკის კლინიკაში მკურნალობს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ განაცხადა:

“ლევან მაისაშვილის მდგომარეობა მძიმეა. მას აქვს დაზიანებული ფილტვები და სიცოცხლისთვის იბრძვის. მოვუწოდებ ყველას ილოცონ მისთვის.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თამაში გამართა სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან. ბოკესთან მეორე მატჩი კი, გუნდში კოვიდის გავრცელების გამო გაუქმდა. ლევან მაისაშვილთან ერთად სამხრეთ აფრიკაში კიდევ ექვსი მოთამაშე მკურნალობს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0