საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე NBA-ის მომდევნო სეზონში „ორლანდო მეჯიქში“ ითამაშებს: კლუბმა ქართველ კალათბურთელთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გაგახსენებთ, რომ ბითაძე „ორლანდოში“ ზამთარში მივიდა „ინდიანა პეისერსიდან“. ახალ გუნდში ჩვენიანმა 17 მატჩში (ერთხელ სასტარტოში) მიიღო მონაწილეობა. 23 წლის ქართველის საშუალო სტატისტიკა ასეთი გამოვიდა: 5.8 ქულა, 5.2 მოხსნა, 1.2 პასი და 0.9 დაფარება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings