in

ბებერ ქალბატონს რონალდოს რჩენა მეტი აღარ შეუძლია: კრიშტიანო ტურინში რჩება

“იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

Sky Sports Italy-ის ჟურნალისტ პაოლო აგემოს ინფორმაციით, 36 წლის პორტუგალიელი მომდევნო სეზონში კლუბში რჩება – ეს მას თავად სურს. მაგრამ ხელმძღვანელობა არ არის მზად რონალდოს ახალი კონტრაქტი შეთავაზოს, რადგან მისი ხელფასი ძალიან მაღალია და წლიურად 31 მილიონს აღწევს. ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

კრიშტიანოს ტურინული კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს წყდება.

რონალდო „სპორტინგში“, „მანჩესტერსა“ და „რეალში“ თამაშობდა. „იუვენტუსში“ კი 2018 წლის ზაფხულში გადავიდა.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0