in

ბასილაშვილი ჩილიჩთან უშანსოდ დამარცხდა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს გამოეთიშა. Mersedes cup-ის მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელი ხორვატ მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდა და ორ სეტში 4:6, 2:6 დამარცხდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა 4 ეისი შეასრულა, როცა ხორვატს 19 ეისი ჰქონდა. ისე ნიკამ საკუთარი მოწოდება 4-ჯერ დათმო და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 31-ე, ჩილიჩი კი-47-ე ნომერია.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0