in

ბასილაშვილი მაკდონალდთან დამარცხდა

დღეს, 15 აგვისტოს გამთენიისას, ამერიკაში ცინცინატის 1000 ქულიანი ტურნირის პირველ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მაკენზი მაკდონალდს დაუპირისპირდა და უშანსოდ 0:6 1:6 განადგურდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ვერც პირველი (51%) და ვერც მეორე ჩაწოდება (69%) მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ვერ შეძლო, ამას დამატებული 8 ორმაგი შეცდომა და ჩვენებურისთვის ამერიკული ვოიაჟი წარუმატებლად დაიწყო.

მაკენზი შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც ხვალ, 16 აგვისტოს კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0