in

ატლეტიკოს მეკარე ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

მადრიდის „ატლეტიკოს“ სლოვენიელი კარის დარაჯი იან ობლაკი ესპანური ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ესპანეთის ჩემპიონატის პრეს-სამსახურმა მოიყვანა გოლკიპერის სტატისტიკა – მან გაუშვა 25 გოლი, ჩაატარა 18 მშრალი მატჩი, შეასრულა 103 სეივი და მოიგერია დარტყმების 80%.

ობლაკმა ასევე მიიღო სამორას პრიზი, რომელიც გადაეცემა მეკარეს, რომელიც საშუალოდ მატჩში ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებს.

აი ასეთი მეკარე არ იქნება ევრო 2020-ზე, რადგან სლოვენია შესარჩევის ჯგუფში მხოლოდ მე-4 ადგილს დასჯერდა.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0