მადრიდის „რეალი“ ლა ლიგას სათავეში მოექცა, „სამეფო კლუბი“ 4 ქულით გაექცა მდევარს. თუმცა ახლა ეს მდევარი უკვე თანაქალაქელი „ატლეტიკოა“. ტურის ცენტრალური მატჩი მადრიდში სულ ბოლოს გაიმართა და „რეალმა“ ასევე ერთ-ერთ ლიდერს და კარგა xნის წაუგებელ „სევილიას“ უმასპინძლა. მასპინძლებმა გამარჯვება ბოლოს გამოგლიჯეს ხელიდან, როდესაც ვინისიუსმა 3 წუთით ადრე გაიტანა გამარჯვების გოლი. ანგარიში კი „სევილიამ“ მე-12 წუთზე გახსნა (მირი), თუმცა პირველსავე ტაიმში ბენზემამ (32-ე წთ) წონასწორობა აღადგინა.

„რეალმა“ თავადაც ხომ წაიგდო საქმე წინ და ამაში ბარსელონური გუნდიც დაეხმარა. „ესპანიოლმა“ შინ „სოსიედადს“ მოუგო და ამით მადრიდულ გუნდებს ასიამოვნა.
მართალია მოიგო, მაგრამ სალაპარაკოდ გაიხადა საქმე „ბარსელონამ“, რომლის 3 ქულას ვილიარეალში გარჩევები და მსაჯის მიერ მიკერძოებაზე საუბარი მოყვა.

„რეალი“ არ აგებს თითქმის 2 თვეა – 8 მოგება და 1 ფრე.
ანჩელოტი: „ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა“.
ვინისიუსმა 9 გოლი გაიტანა ლა ლიგის 14 მატჩში. წინა 82 შეხვედრაში სულ 8 გოლი ჰქონდა.
ვინისიუსს 4 გოლი აქვს ჩემპიონატის ბოლო 4 მატჩში.
ბენზემამ დააგროვა 18 (11+7) ქულა ამ სეზონში. ტოპ 5 ლიგაში უფრო მეტი მარტო სალაჰს აქვს.
ბენზემას 16 გოლი და 8 ასისტი აქვს სეზონის 18 შეხვედრაში.
გრიზმანმა 34 კლუბიდან 33-ს გაუტანა, ვისაც ლა ლიგაში შეხვედრია. რჩება… „ატლეტიკო“.
ჩავის „ბარსას“ ორი მოგება აქვს ლა ლიგაში და ფრე ჩემპიონთა ლიგაზე.
ემერი „ბარსას“ მწვრთნელებს: „როგორც ყოველთვის, თქვენ ყველაფერს გაძლევენ… ჩვენ ვიმსახურებთ ახსნა-განმარტებებს“.
ჩავი: „ეს წმინდა წყალივითაა „ბარსასთვის“. სამ ქულას ოქროს ფასი აქვს“.
დეპაიმ ლა ლიგაში ზედიზედ მე-4 მატჩში გაიტანა.

ლა ლიგა – XV ტური
ბილბაო – გრანადა 2:2
ალავესი – სელტა 1:2
ვალენსია – რაიო ვალეკანო 1:1
მალიორკა – ხეტაფე 0:0
ვილიარეალი – ბარსელონა 1:3
ბეტისი – ლევანტე 3:1
ესპანიოლი – სოსიედადი 1:0
კადისი – ატლეტიკო 1:4
რეალი – სევილია 2:1
ორშაბათი, 29 ნოემბერი
ოსასუნა – ელჩე
Loading…