in

აკრძალული ილეთი: ღვინიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა. ბექა ღვინიაშვილს (–90 კგ) მსაჯებმა წააგებინეს.

ბექა ღვინიაშვილის პირველი მეტოქე შვეიცარიელი სირილ გროსკრაუსი იყო, რომელიც იპონზე დააგდო, თუმცა ვიდეორეფერის შემდეგ, მსაჯებმა ბექას ფეხის ამოხვევით გდება დაუფიქსირეს, რაც წესებით აკრძალული ილეთია და ქართველი ფალავანს ჰანსოკუმაკე დაუფიქსირეს. შესაბამისად, მსაჯების უცნაური გადაწყვეტილების ბექა ღვინიაშვილი ტურნირიდან მოხსნეს.

–70 კგ-ში იასპარეზა მარიამ ჭანტურიამ, რომელმაც პირველი ეტაპი ეფექტურად გაიარა, თუმცა მეორე წრეში გერმანელ მირამ ბუტკერაიტთან დამარცხდა.

ხვალ, საქართველოს სახელით ჩვენი გუნდის კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე იასპარეზებენ.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0