in

ანორთოსისში შესაძლოა აბურჯანია დაბრუნდეს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია შესაძლოა თემურ ქეცბაიასთან “ანორთოსისში” აღმოჩნდეს. ინფორმაციას კვიპროსული goal.philnews ავრცელებს.

აბურჯანია ფამაგუსტელთა რიგებში ერთხელ უკვე თამაშობდა. 26 წლის ქართველი ნახევარმცველი “ანორთოსისში” 2014-16 წლებში თამაშობდა და სწორედ აქედან იყიდა 150 000 ევროდ ტარაგონას “ჟიმნასტიკმა”.

ცენტრალური ნახევარმცველი ამჟამად ესპანური “კარტახენას” წევრია, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი ეწურება. გიორგის კარიერის განმავლობაში რუსთავის “მეტალურგში”, გორის “დილაში”, “ლოკომოტივში”, “ჟიმნასტიკში”, “სევილიას” მეორე გუნდში, “ლუგოში,” “ტვენტესა” და “ოვიედოში” უთამაშია.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0