in

მაიკლ ჯორდანი ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია

ისტორიაში 50 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის სიას მაიკლ ჯორდანი ლიდერობს.
„ჩიკაგო ბულზის“ ლეგენდა ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიაში პირველ ადგილს იკავებს. Sportico-ს ცნობით, NBA-ს ექვსგზის ჩემპიონის მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა 3 მილიარდი დოლარი, ანუ 4,15 მილიარდი აშშ დოლარის ინფლაციის გათვალისწინებით.

მეორე ადგილზეა გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი (1,91 მილიარდი, 2,79 მილიარდი ინფლაციის მიხედვით), მესამეზე – ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო (1,83 / 2,23).

ასევე ათეულში მოხვდნენ: კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი (1,88 მილიარდი დოლარი), ფეხბურთელი ლიონელ მესი (1,85 მილიარდი დოლარი), გოლფის მოთამაშეები არნოლდ პალმერი (1,82 მილიარდი დოლარი) და ჯეკ ნიკლაუსი (1,75 მილიარდი დოლარი), ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი (1,61 მილიარდი დოლარი), ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი (1,59 მილიარდი დოლარი) და მოკრივე ფლოიდ მეივეზერი (1,52 მილიარდი დოლარი).

ტოპ 50-ში ერთადერთი ქალი მოთამაშეა: ჩოგბურთელი სერენა უილიამსი. მან მე-40 ადგილი დაიკავა 660 მილიონი დოლარის შემოსავლით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ანდრია ბარათაშვილს იუვენტუსში წაიყვანენ

მილიარდერი ფეხბურთელები: რონალდო ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფეხბურთელია